შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო სოზიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1950 წელს. 1950 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტში"; 1954 წლიდან საცხოვრებლად გადადის ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა ქალაქდაგეგმარების საპროექტო ინსტიტუტ "მოსპროექტში"; მონაწილეობდა ქალაქების ომსკისა და უფის გენერალური გეგმების შედგენაში; 1963 წლიდან მივლინებული იყო ქ. მაგადანში, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის სახალხო მეურნეობის საბჭოს მშენებლობისა და სამშენებლო მასალების მრეწველობის სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1966 წელს დაინიშნა მაგადანის ოლქის სამშენებლო ტრესტ "მაგადანრემმშენის" მმართველად; 1968 წელს კი საპროექტო ინსტიტუტ "მაგადანკომუნპროექტის" დირექტორად; არჩეული იყო ქ. მაგადანის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; 1973 წელს ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის მმართველად; მისი ხელმძღვანელობით აშენდა ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი და მთელი რიგი მნიშვნელოვანი სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტები; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.514-515 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |