The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ფორაქიშვილი

გივი ფორაქიშვილი
Date of birth:23 January, 1922
Date of death:1993  (at 70 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.

30–იანი წლების ქართულ სპორტში გივი ფორაქიშვილი ერთ–ერთ პერსპექტიულ და ნიჭიერ ფეხბურთელად  ითვლებოდა. მიუხედავად ძალიან პატარა ასაკისა, მას საქართველოს ნაკრებშიც კი მოუწია რამდენჯერმე თამაში. 1940 წლის 9 ოქტომბერს გაიწვიეს ჯარში. დიდი სამამულო ომის დროს  ჩაირიცხა ლიტვაში, ქ. კაუნასის საარტილერიო პოლკში. შემდეგ ტყვედ ჩავარდა. თითქმის არ დარჩენილა ევროპის არც ერთი სახელმწიფო, სადაც იგი, როგორც ტყვე არ გადაეყვანათ. წითელ ჯვარს ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დახმარებით, ქართველები გამოჰყავდათ ტყვეობიდან, რომლებიც შემდგომში ლეგიონერები ხდებოდნენ. 1943 წელს ქართულ ლეგიონში ჩამოყალიბდა ფეხბურთის გუნდი, რომელსაც გივი ფორაქიშვილი ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იგი მეკავშირეების, ამერიკელების ტყვეობაში აღმოჩნდა და იტალიის ქ. პიზასთან არსებულ ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა. 1945 წელს მუშაობდა ტყვეთა ბანაკის ამერიკულ სამზარეულოში მზარეულის თანაშემწედ. შემდეგ გივი ფორაქიშვილი სხვა ტყვეებთან ერთად პიზადან ქ. ჰაილბრონში გადაიყვანეს. 1946 წელს ამერიკელი ლეიტენანტის ბრძანებით, იძულებული გახდა ბანაკი დაეტოვებინა. 1951 წლამდე ოჯახისათვის მის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაურკვეველი იყო, მხოლოდ 1956 წელს გახდა შესაძლებელი გივი ფორაქიშვილისაგან პირველი წერილის მიღება. ცხოვრობდა ნიუ-იორკში. სიცოცხლის ბოლო წლები კი ფლორიდაში გაატარა. იგი იყო აშშ–ს ქართული დიასპორის ერთ–ერთი გამორჩეული პიროვნება. მას, მიუხედავად ამდენი წელი სამშობლოდან მოცილებისა, წუთით არ დაურღვევია კავშირი საქართველოსთან. იგი მუდამ დაინტერესებული იყო საქართველოს ბედ–იღბლით და ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია აქ მომხდარი არცერთი მოვლენა თუ ფაქტი. მის წერილს, რომელსაც "კარაბადინი" ჰქვია, გივი ფორაქიშვილი დიდი იუმორით აღწერს მის მიერ განვლილ უმძიმეს და რთულ ცხოვრებას.

წყარო: ქართველი ემიგრანტების ვებ გვერდი: emigrantebi.weebly.com


Share: