| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ზიმლიცკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1984-1992წწ. იყო ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლი; 1993 წელს საქართველოს სამინისტროს სამკურნალო სამმართველოს უფროსი ოფიცერი; 1994 წლიდან ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ართროლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი; 2000 წელს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2003 წლიდან არის ამავე ცენტრის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის 52 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათგან 27 გამოგონებისა. გამოქვეყნებული აქვს: "მოტეხილობის ვრცელი კლასიფიკაცია" (გაიდლაინი, 2000); "მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია" (მეთოდური რეკომენდაცია, 2005). მინიჭებული აქვს "სსრკ გამომგონებლის" წოდება (1989); მსოფლიოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების განვითარებაში ღვაწლისათვის დაჯილდოებულია საპატიო დიპლომებით (1996, 1998); არის SICOT -ის მსოფლიოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოებისა და საზოგადოების საკონსტუტიციო და საკანონმდებლო კომიტეტის წევრი და ნაციონალური დელეგატი. ქირურგი-ორთოპედი, ასისტენტ-პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი (1990). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.187
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

