The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენადი არველაძე

გენადი არველაძე
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1985  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ნიუ იორკის საქალაქო უნივერსიტეტის (City University of New York) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება, რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ი, 2007-2008წწ. ნიუ იორკში მუშაობდა მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად კომპანიაში AGM Development LLC AXIS Group-ში; 2008-2010წწ. კომპანიაში Cmple. 2010-2012წწ. თბილისის მერიის ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეობამდე მან სტაჟირება გაიარა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) და ამ ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენდა; 2012 წლის თებერვლიდან 2015 წლის ოქტომბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აქტიურად მუშაობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით, კერძოდ, ხელმძღვანელობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულების პროცესს. ფართო გამოცდილება აქვს უცხო ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელი იყო ჩინეთსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და განვითარებაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეა. 

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ გვერდი: economy.ge


გააზიარე: