The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე სემიონოვი

დაბადების თარიღი:27 მაისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:23 თებერვალი, 1928  (19 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

სწავლობდა "სახკინმრეწვთან" არსებული სტუდიის სამსახიობო განყოფილებაზე 1924 წელს.

მუშაობდა "სახკინმრეწვში" მსახიობად, გადაღებულია ფილმებში: "მთის კანონი" (ბ. მიხინი, 1927), "გოგი რატიანი" (კ. მარჯანიშვილი, 1927), "ახალგაზრდობა იმარჯვებს" (მ. გელოვანი, 1928), "ჩქარი N2" (გ. მაკაროვი, 1929), "უდაბნო" (ნ. სანიშვილი, 1932). 1935 წელს გახდა "სახკინმრეწვის" ქრონიკის სექტორის ოპერატორი. გადაიღო  140-მდე სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმი: მათ შორის:"აფხაზეთში" (ი. კანდელაკი, 1938), "ბაკურიანი", "ხრამჰესმშენი" (ვ. ვალიშვილი, 1939), "ბრძოლა კავკასიისთვის"(მ. ჩაგანავა, 1944), "ქართველები ირანში, ფერეიდანი"(ი. კანდელაკი, 1944), "მთასვლელობა" (მ. მარტაშვილი, 1948), "ბათუმის ბოტანიკური ბაღი" (ს. ჯალიაშვილი, 1953), "ალაზნის ველი" (ს. ჩაგუნავა, 1954), "მტკვრის კვალდაკვალ" (ი. კანდელაკი, 1959), "სვეტიცხოველი" (ო. ჭიაურელი, 1960) და სხვ. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 161; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: