შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ სეფიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს. 1953 წლიდან გამოაქვეყნა რამდენიმე ათეული რეცენზია, მიმოხილვა და ნარკვევი დოკუმენტური კინოს თეორიისა და კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაციის პრობლემებზე. იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" რედაქტორის მოადგილე, 1969-1993წწ. - საქართველოს ტელევიზიის კინოგადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტრორი. მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები: "დავით გამრეკელი" (გ. კერესილაძე, 1973), "მიხეილ ჭიაურელი" (რ. გამცემლიძე, 1974), "ივანე ჯავახიშვილი" (ჟ. ლომიძე, ი. შველიძე, 1975), "ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში" (გ. ჭუბაბრია, 1989). 1970-1990წწ. საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მიჰყავდა საავტორო პროგრამა "ილუზიონი". 1997 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში. კინოკრიტიკოსი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 161-162 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |