The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესო სოლომანაშვილი

ბესო სოლომანაშვილი
Legal name:ბესიკ სოლომანაშვილი
Date of birth:14 August, 1964  (60 years)
Category:Engineer, Writer, Educator, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1987 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (გ. შენგელაიას სახელოსნო) 1996 წელს.

1988-1990წწ. მუშაობდა ომალოს სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად; 1996-2000წწ. ტელეფილმების სტუდიაში გადაცემა "სატელევიზიო კინოდარბაზის" რეჟისორად; 2003-2016წწ. ტელეკომპანია "იმედი" მთავარ რეჟისორად; 2017წ. საზოგადოებრივი არხისთვის მხატვრული სერიალის "ვაკანსიამკვლელის თანამდებობაზე", დამდგმელი რეჟისორი; 2018-2020წწ. სერიალის "ჩემი ცოლის დაქალები" რეჟისორი; საკუთარი სცენარით გადაიღო მ/მ მხატვრული ფილმები: "ვერნისაჟი" (1996), "სისხლიანი სცენარი" (2000), "დეტონატორი" (2012); მხატვრულ - დოკუმენტური ფილმები: "მოდით, ყველამ ერთად ვცადოთ"(1998), "მამა, მე ალბათ ჯარში დავრჩები" (2002), "გრიგოლ  რობაქიძე", "პრინცი მაჩაბელი" (2006); როგორც მსახიობი მონაწილეობს ფილმებში: "დაბადების დღე" (ვ. ვარაზი, 1995), "სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში" (გ. გაჩეჩილაძე, 2000), "ნუცას სკოლა" (მ. კოკოჩაშვილი, 2000), "ფანჯარა" (რ. პირველი, 2006), "რენე მიდის ჰოლივუდში" (ა. ცაბაძე, 2010), "ცუდი ხალხი" (გ. თავართქილაძე, 2017). მიღებული აქვს სოჭის კინოფორუმის პრიზი მხატვრული ფილმისთვის "ვერნისაჟი" (1995), ანჟეს სკფ - ის ფესტივალის პრიზი ფილმისთვის "სისხლიანი სცენარი" (1997), ნოვორასიისკის სადებიუტო ფილმების ფესტივალის პრიზი დოკ. ფილმისთვის "მოდით ყველამ ერთად ვცადოთ" (1998). იყო ლიტერატურული პრემია "საბას" (2007, 2010) და ლიტერატურული პრემია "ლიტერას" (2020) ნომინანტი. კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 163; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Awards and Honors

  • 2020 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
  • 2010 - ლიტერეტურული კონკურსი "პენ-მარათონი"
  • 2003 - ლიტერეტურული კონკურსი "პენ-მარათონი"
  • 2002 - ლიტერეტურული კონკურსი "პენ-მარათონი"

Bibliography


Share: