The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აგული სოხაძე

აგული სოხაძე
Date of birth:25 December, 1932
Date of death:2016  (at 83 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1954 წელს.

1954-1955წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სტუდენტობისას, სასტუმრო "საქართველოს" მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" ინჟინერ-დამპროექტებლად, ჯგუფის უფროსად; 1954 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში ( ამჟამად - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). იგი იყო ასისტენტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე,  1955-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "სამშენებლო საქმის" ინსტიტუტის (შემდგომ სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტი) უფროს ინჟინრად; 1961-1966წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" უფროსი ინჟინერი, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი; 1967-1973წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი პერსპექტიული განვითარებისა და კაპიტალური მშენებლობის დარგში;1954-1955 წლებში მუშაობდა სასტუმრო ''საქართველოს'' მშენებლობაზე ოსტატად, ''თბილგიდეპში'' - ჯგუფის უფროსად, მონაწილეობდა სპორტის სასახლის მშენებლობაში, 1981-1988 წლებში იყო ''კავკაზელექტროქსელის'' უფროსი ინჟინერი, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი. 1995-2006წწ. ხელმძღვანლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრას; 2006 წლებში სათავეში ჩაუდგა სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტს; ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პერსპექტიული ინსტიტუტის არქიტექტურის, ავტომატიკის, კავშირგაბმულობის, თვითმფრინავმშენებლობისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების სასწავლო - ლაბორატორიული კორპუსების, სამხედრო კათედრისა და პოლიკლინიკის, დახურული საცურაო აუზის, ლესელიძისა და ბაკურიანის სპორტული კომპლექსების, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი სახლების დაგეგმარება - მშენებლობას, ასევე, ადმინისტრაციული კორპუსის რეკონსტრუქციას; მისი სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო დიდმალიანი წინასწარდაძაბული რკინაბეტონის სივრცითი კონსტრუქციების ექსპერიმენტულ-თეორიული გამოკვლევები; შექმნა ახალი ტიპის ინვენტარული ანკერები, წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციებისთვის; ასევე, ორიგინალური საინექციო აპარატი და პირაპირები მსხვილპანელოვანი უკარკასო შენობებისთვის; მონაწილეობდა რკინაბეტონის კონსტრუქციების სამშენებლო ნორმებისა და წესების დამუშავებაში; იყო 170-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; დაჯილდოებულია სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ჯილდოებით, მათ შორის: სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სიგელით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის (2004); არის ჯორჯიის შტატის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1991). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.517; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.161; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2005 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი
  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1980-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "შენობა-ნაგებობების საიმედოობის ამაღლების კომპლექსური ღონისძიებების კვლევა და რეალიზაცია"
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Bibliography


Share: