შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირონ სუბელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ქლუხორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1975 წელს. 1967-1972წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად; 1972-1975წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად; 1975-1977წწ. საქართველოს სასწოფლო მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტის N11 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილედ; 1977-1982წწ. სოხუმის სახლსაშენი კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1982-1989წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1989-1993წწ. იმავე ტრესტის მმართველის მოადგილე; 2005-2007წწ. მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ეკონომიკის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; 2007-2011წწ. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; 2012 წლიდან მუშაობს ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.518; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |