შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შავ-ზაქარია![]()
ბიოგრაფიაშავ-ზაქარია - XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა პალესტინაში, შავი მთის ქართულ მონასტერში. გადაწერა სახარება ნიკოლაოს ხუცესის დედნიდან, რომელიც შესრულებულია გიორგი მთაწმინდელის ორიგინალიდან. წიგნი დაწერილია ლამაზი ნუსხურით, ორ სვეტად, ყავისფერი მელნით, არშიებზე ასევე ლამაზი, შედარებით წვრილხაზოვანი, სასიამოვნო პროპორციის მთავრული საზედაო ასოებია. ზოგი სინგურით შესრულებული, ზოგი - მელნით. სინგურით ნაწერ საზედაო ასოებს ზემოდან და ქვემოდან უზის წვრილი მრგლოვანი ასოები - სტრიქონების სათვალავი: ყოველი ასეთი "ანსამბლი" მოფიქრებულია როგორც დეკორატიული ელემენტი. წიგნს თავში დართული აქვს კამარები - 14 გვერდი. სახარებაში ჩართულია ანანიას მიერ შესრულებული ორი მინიატიურა. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |