Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შავ-ზაქარია![]()
Biographyშავ-ზაქარია - XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა პალესტინაში, შავი მთის ქართულ მონასტერში. გადაწერა სახარება ნიკოლაოს ხუცესის დედნიდან, რომელიც შესრულებულია გიორგი მთაწმინდელის ორიგინალიდან. წიგნი დაწერილია ლამაზი ნუსხურით, ორ სვეტად, ყავისფერი მელნით, არშიებზე ასევე ლამაზი, შედარებით წვრილხაზოვანი, სასიამოვნო პროპორციის მთავრული საზედაო ასოებია. ზოგი სინგურით შესრულებული, ზოგი - მელნით. სინგურით ნაწერ საზედაო ასოებს ზემოდან და ქვემოდან უზის წვრილი მრგლოვანი ასოები - სტრიქონების სათვალავი: ყოველი ასეთი "ანსამბლი" მოფიქრებულია როგორც დეკორატიული ელემენტი. წიგნს თავში დართული აქვს კამარები - 14 გვერდი. სახარებაში ჩართულია ანანიას მიერ შესრულებული ორი მინიატიურა. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |