The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ თათანაშვილი

თეიმურაზ თათანაშვილი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: კასპის რაიონი.

1971-1975წწ. სწავლობდა ი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში.

1979 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: "საუკუნის მანეკენები", "ჯილდო ღალატისათვის", "რწმენა", "უფლისწულის ტორტი", "გასეირნება მეტეხის მიდამოებში", "ბალერინა", "აგარაკზე", "მეძავი პეკინის ქუჩიდან", "100 დოლარი", "ავი სულების თარეში", "პორტრეტი შავებში", "სავსემთვარე", "ბეწვის ხიდი", "ნიკალა". 1979 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო, საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში და სამხატვრო აკადემიის მუზეუმში; საქართველოს კულტურის სამინისტროში. მოსკოვის ფერწერის გამოფენაზე დაჯილდოვდა III პრემიით (1989); წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა საქართველოს მხატვართა კავშირის პრემიითა და მედლით (1998).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.195;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 92-93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1988-)

გააზიარე: