The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ სუპატაშვილი

დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი 1977 წელს; საქართველოს კპ ცკ მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1988 წელს.

1977-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის"

 სამონტაჟო სამმართველო "სპეცშახტმონტაჟის" საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებაში უფროს ინჟინრად; 1978-1981წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო ტრესტში ინჟინრად; 1981-1985წწ. ამავე ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად და უფროს ინჟინრად; 1985-1986წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატის მთავარი საწარმოო-განმკარგულებელი სამმართველოს მეტალურგიული მრეწველობის ობიექტების მშენებლობის განყოფილების წამყვანი ინჟინერი, ამავე სამმართველოს მსუბუქი და ადგილობრივი მრეწველობის ობიექტების მშენებლობის განყოფილების უფროსი, საქართველოს მშენებლობის მინისტრის თანაშემწე; 1986-1990წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქაგრომშენის" თავმჯდომარის მოადგილე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.521


გააზიარე: