შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგეი სტახოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და კინემატოგრაფიის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ) სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება სამეცნიერო-პოპულარული კინოს რეჟისორის სპეციალობით 1970 წელს. 1961-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. საქართველოს ქდსპფ სტუდიაში გადაიღო ფილმები "ამიერკავკასიის წითელდროშოვანი" (1970), "თბილისის აივნების შემოდგომა", "მეცნიერება სოფელს" (1971), "აკადემიკოს ვეკუას თეორია" (1973), "ესენინი საქართველოში" (1975), "სისუფთავის ფასი" (1977), "ელექტრომოწყობილება წყლის გასათბობად'(1978), "მთა მთას ესაუბრება"(1977), "20 შეკითხვა დედოფლებს"(1980), "თეთრი ხბოს ამბავი" (1981), "ბუზი ბაზარს მიდიოდა" (1982), "ელვა, ჰაერი, წყალი", "ესკიზი ხელმძღვანელის პორტრტისთვის" (1983), "კეთილი მომსახურება" (1986), "პუშკინიდან დღემდე", "მე ვთქვი" (1988) და სხვ. მიღებული აქვს საკავშირო კინოფესტივალების პრიზები ფილმისთვის "თეთრი ხბო". წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 163-164
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |