The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან სულაკაური

ვალერიან სულაკაური
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1963 წელს და კინემატოგრაფიის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ ) სასცენარო ფაკულტეტი 1972 წელს.

1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში ტელეგადაცემების რედაქტორად, სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროს რედაქტორად. მისი სცენარებით სხვადასხვა სტუდიებში გადაღებული ფილმები ძირითადად საქართველოს მთის თემას ეძღვნება, მათ შორის აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმები: "მთათუშეთი", "ალვანელი მეცხვარეები" (ორივე - ო. გურგნიძე, 1964), "ომალო" (ვ. მიქელაძე, გ. ჭუბაბრია, 1967), თეთრი თორღვაი" (გ. ჭუბაბრია, 1967), "თუშეთის მთებში" (ა. რეხვიაშვილი) და სხვ.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 166; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: