The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით სურგულაძე

დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ვანი, ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

1961-1962წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის ს/კ ინსტიტუტში ინჟინრად; 1962 წლიდან მუშაობდა "საქენერგოს" სისტემაში ჰიდროტექნიკური სამსახურის უფროს ინჟინრად, სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტის თბილისის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, "საქენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილედ, სამშენებლო ტრესტ "საქსოფლელექტრომშენის" N7 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; იყო იმავე ტრესტის აღმოსავლეთ საქართველოს სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1996 წლიდან მუშაობდა სს "შენობა-ნაგებობების მშენებლის" გენერალურ დირექტორად; 1977-1979წწ. მივლინებული იყო ერაყში "ხალიტაჰესის" მშენებლობაზე; სხვადასხვა პერიოდში აშენებული აქვს: ამიერკავკასიის გაერთიანებული სადისპეტჩეროს შენობა (გაგარინის ქუჩაზე), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, საწარმოო საამქროები, საშუალო სკოლა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.522


გააზიარე: