The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ სხირტლაძე

თენგიზ სხირტლაძე
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:2010  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მშენებლობის დირექციის დირექტორად; იყო საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქვაჭრობსპეცმშენის" რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატის დირექტორი; სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი, ამავე ტრესტის მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა "საქტანსაცმელვაჭრობის" ბაზის (თბილისში), საკონცერტო დარბაზის (რუსთავში), გუდაურის კომპლექსის, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების აღდგენა-რესტავრაციას (რაჭაში); დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.523; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.321

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: