შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაჩი სულამანიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა კინემატოგრაფიის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ-ის) საოპერატორო ფაკულტეტი 1994 წელს. 1978-1981წწ. მუშაობდა მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის კორესპოდენტად სტავროპოლის მხარეში, ოპერატორის ასისტენტად და მეორე ოპერატორად "მოსფილმში", გორკის სახელობის სტუდიასა და "ლენფილმში", 1984 წლიდან "ქართულ ფილმში". გადაიღო მხატვრული ფილმები: "პოლიგრამი" (თ. კულიანი, 1993), "რა გაცინებს?!" (თ. ბუტიკაშვილი, 1995), "ჩამოფასებულები" (თ. ბუტიკაშვილი, 2007), "ჯართოსანი" (ნ. გიუნშვილი, 2008), დოკუმენტური ფილმები: "ნანა ბოტკოველი" (მ. მაისურაძესთან ერთად / თ. მოდებაძე, 1990), "საგანთა თამაში" (გ. სულაძე, 1990), "თამადა ანუ სამყარო სუფრის გარშემო" (კ. ცხაკაია, 1995). 1994 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ჰუმანიტარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს ფოტოგრაფიასა და საოპერატორო ხელოვნებაში. ხელოვნების მაგისტრი (1994). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 164; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ქართული კინო: geocinema.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |