The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყვარყვარე II ჯაყელი

დაბადების თარიღი:1416
გარდაცვ. თარიღი:1498  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვარძიის ანანაურის ეკლესიის ჩრდილოეთის კედლის ნიშა
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ყვარყვარე II ჯაყელი -  სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1451-1498 წლებში ივანე II-ის ძე. იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, აღვივებდა ძმათაშორის მტრობას. სცადა ჩამოეშორებინა მესხეთის ეკლესია საქართველოს საკათოლიკოსოსაგან, მაგრამ ვერ შეძლო. ყვარყვარე II დამოუკიდებლად ამყარებდა ურთიერთობას უცხო ქვეყნებთან. XV საუკუნის 50-იან წლების ბოლოს სხვა ქართველ მეფე-მთავრებთან ერთად აქტიურად იღვწოდა თურქთა წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ცდის ჩაშლის შემდეგ საქართველოში შინაფეოდალური ომები გაჩაღდა. 1465 წელს ყვარყვარე II თავს დაესხა განდგომილი მთავრის დასამორჩილებლად თავფარავანზე დაბანაკებულ საქართველოს მეფეს, გიორგი VIII-ს და დაატყვევა. ამ ბრძოლას მოყვა ბაგრატ VI-ის გამეფება ქართლ-იმერეთში და  გიორგი VIII-ისა კახეთში. 1479 წელს ყვარყვარე II წარმატებით შეებრძოლა შემოჭრილ თურქებს, 1491 წელს საპასუხო შეტევაზე გადავიდა, ქ. არზრუმი აიღო და მოხარკედ გაიხადა. მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ვარძიის ანანაურის ეკლესიის ჩრდილოეთის კედლის ნიშაში მოწყობილ საძვალეში.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


გააზიარე: