Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ყვარყვარე II ჯაყელი![]()
Biographyყვარყვარე II ჯაყელი - სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1451-1498 წლებში ივანე II-ის ძე. იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, აღვივებდა ძმათაშორის მტრობას. სცადა ჩამოეშორებინა მესხეთის ეკლესია საქართველოს საკათოლიკოსოსაგან, მაგრამ ვერ შეძლო. ყვარყვარე II დამოუკიდებლად ამყარებდა ურთიერთობას უცხო ქვეყნებთან. XV საუკუნის 50-იან წლების ბოლოს სხვა ქართველ მეფე-მთავრებთან ერთად აქტიურად იღვწოდა თურქთა წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ცდის ჩაშლის შემდეგ საქართველოში შინაფეოდალური ომები გაჩაღდა. 1465 წელს ყვარყვარე II თავს დაესხა განდგომილი მთავრის დასამორჩილებლად თავფარავანზე დაბანაკებულ საქართველოს მეფეს, გიორგი VIII-ს და დაატყვევა. ამ ბრძოლას მოყვა ბაგრატ VI-ის გამეფება ქართლ-იმერეთში და გიორგი VIII-ისა კახეთში. 1479 წელს ყვარყვარე II წარმატებით შეებრძოლა შემოჭრილ თურქებს, 1491 წელს საპასუხო შეტევაზე გადავიდა, ქ. არზრუმი აიღო და მოხარკედ გაიხადა. მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ვარძიის ანანაურის ეკლესიის ჩრდილოეთის კედლის ნიშაში მოწყობილ საძვალეში. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |