The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყვარყვარე III ჯაყელი

დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:1535
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ყვარყვარე III ჯაყელი - სამცხე - საათაბაგოს ათაბაგი 1518-1535 წლებში, ქაიხოსრო I-ის ძე. ათაბაგ მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს შეეცილდნენ ტახტს მზეჟაბუკის ძმა მანუჩარი და ძმისშვილი ყვარყვარე III. თავდაპირველად მანუჩარის მომხრე თავადებმა ყვარყვარე III დაამარცხეს, მაგრამ ირანის შაჰის დახმარებით ათაბაგობა ყვარყვარე III-მ ჩაიგდო. საათაბაგო სპარსეთის ვასალი გახდა. მალე ყვარყვარე III შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით შედგენილ ანტიოსმალურ კოალიციას შეუერთდა. თურქები დიდ ზიანს აყენებდნენ ქვეყნის და განსაკუთრებით მის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონს. 1535 წელს იმერეთის მეფემ  ბაგრატ II-m სამცხე-საათაბაგოში ამ ბრძოლის შედეგად საათაბაგო გააუქმა, სამცხე-საათაბაგოს უდიდესი ნაწილი იმერეთს შეუერთდა, ხოლო ჯავახეთი - ქართლის სამეფოს.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


გააზიარე: