შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ყვარყვარე IV ჯაყელი![]()
ბიოგრაფიაყვარყვარე IV ჯაყელი - სამცხე - საათაბაგოს ათაბაგი 1574-1581 წლებში, ქაიხოსრო II-ძე. ათაბაგი გახდა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ქვეყნის სამხრეთ თემებს თურქები არბევდნენ, სამთავროში კი შინაფეოდალური ომი მძვინვარებდა. მესხ ფეოდალთა ერთმა ნაწილმა 1576 წელს შეთქმულება მოაწყო ათაბაგთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ყვარყვარე IV-ს ენერგიულად ეხმარებოდა დედა - დედისიმედი. სამთავროში მშვიდობის ჩამოგდება სულ უფრო ძნელდებოდა. ასეთ ვითარებაში, 1578 წელს, დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი. ათაბაგის სახლი მებრძოლი მხარეებისადმი დამოკიდებულების გამომჟღავნებას არ ჩქარობდა, როდესაც ჩილდირის ველზე აშკარა გახდა თურქთა გამარჯვება, ყვარყვარე IV-ის ძმა მანუჩარი 6 ათასი მხედრით სარდალ ლალა-ფაშას ეახლა და ვასალობა-მოხარკეობა აღუთქვა. ახალციხეში შესულ თურქებს ყვარყვარე IV ათაბაგმა მორჩილება გამოუცხადა. 1578 წლის შემოდგომაზე, როდესაც ოსმალთა ლაშქარი შირვან-აზერბაიჯანიდან მობრუნდა და სამცხეზე გადმოიარა, ლალა-ფაშამ ყვარყვარე IV ათაბაგი და მისი ძმა მანუჩარი სტამბოლში გააგზავნა. ახლა ოსმალეთი საათაბაგოს მოხარკეობას აღარ სჯერდებოდა, გადაწყვიტა იქ ოსმალური მიწისმფლობელობა შემოეღო და მხარე სანჯაყებად დაეყო. 1579 წელს ოსმალებმა საათაბაგოს ტერიტორიაზე ჩილდირის საფაშო შექმნეს. სტომბოლში მყოფ ყვარყვარე IV-ს თავისი საბატონო "უწყალობეს" და ქრისტიანად გამოუშვეს, მანუჩარი კი გაამაჰმადიანეს და ჩილდირის ფაშობა უბოძეს. ამ ღონისძიებით ბოლო მოეღო სამთავროს სუვერენიტეტს. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |