The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ყვარყვარე IV ჯაყელი

ყვარყვარე IV ჯაყელი
Date of birth:15??
Date of death:1581
Category:Nobleman, Public official, Military Person

Biography

ყვარყვარე IV ჯაყელი - სამცხე - საათაბაგოს ათაბაგი 1574-1581 წლებში, ქაიხოსრო II-ძე. ათაბაგი გახდა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ქვეყნის სამხრეთ თემებს თურქები არბევდნენ, სამთავროში კი შინაფეოდალური ომი მძვინვარებდა. მესხ ფეოდალთა ერთმა ნაწილმა 1576 წელს შეთქმულება მოაწყო ათაბაგთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ყვარყვარე IV-ს ენერგიულად ეხმარებოდა დედა - დედისიმედი. სამთავროში მშვიდობის ჩამოგდება სულ უფრო ძნელდებოდა. ასეთ ვითარებაში, 1578 წელს, დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი. ათაბაგის სახლი მებრძოლი მხარეებისადმი დამოკიდებულების გამომჟღავნებას არ ჩქარობდა, როდესაც ჩილდირის ველზე აშკარა გახდა თურქთა გამარჯვება, ყვარყვარე IV-ის ძმა მანუჩარი 6 ათასი მხედრით სარდალ ლალა-ფაშას ეახლა და ვასალობა-მოხარკეობა აღუთქვა. ახალციხეში შესულ თურქებს ყვარყვარე IV ათაბაგმა მორჩილება გამოუცხადა. 1578 წლის შემოდგომაზე, როდესაც ოსმალთა ლაშქარი შირვან-აზერბაიჯანიდან მობრუნდა და სამცხეზე გადმოიარა, ლალა-ფაშამ ყვარყვარე IV ათაბაგი და მისი ძმა მანუჩარი სტამბოლში გააგზავნა. ახლა ოსმალეთი საათაბაგოს მოხარკეობას აღარ სჯერდებოდა, გადაწყვიტა იქ ოსმალური მიწისმფლობელობა შემოეღო და მხარე სანჯაყებად დაეყო. 1579 წელს ოსმალებმა საათაბაგოს ტერიტორიაზე ჩილდირის საფაშო შექმნეს. სტომბოლში მყოფ ყვარყვარე IV-ს თავისი საბატონო "უწყალობეს" და ქრისტიანად გამოუშვეს, მანუჩარი კი გაამაჰმადიანეს და ჩილდირის ფაშობა უბოძეს. ამ ღონისძიებით ბოლო მოეღო სამთავროს სუვერენიტეტს.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


Share: