Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ქსნის ერისთავი![]()
Biographyშალვა ქსნის ერისთავი - ქსნის საერისთაოს ერისთავი, 1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, ქვეყნისთვის მტრის ახალი შემოსევა რომ აეცილებინა, შალვა ქსნის ერისთავი, ბიძინა ჩოლოყაშვილთან და ელიზბარ ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსეთის შაჰს ეახლა. შაჰმა ისინი განჯის ხანს გადასცა, ხოლო განჯის ხანმა კი იმ თურქმენულ ტომებს, რომლებიც კახეთის აჯანყების დროს ამოწყვიტეს. ქართველი გმირები წამებით დახოცეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. შალვა ქსნის ერისთავი დაკრძალულია ქსნის ერისთავთა საგვარეულო სამარხში - იკორთის მონასტერში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. -თბ., 1986. -გვ. 677
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |