The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია თურნავა

ნათია თურნავა
ოფიციალური სახელი:ნათელა თურნავა
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

1985 წ. - დაამთავრა ქ. თბილისის N56 საშუალო სკოლა (ოქროს მედალი) 1985; 1985–1990 წწ.  - ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი (წითელი დიპლომი), ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ეკონომისტი; 1990–1994 წწ. -  ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა; 2005 და 2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის  ჯ. კენედის სახ. სამთავრობო სკოლის ეგიდით; 1994 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 2012-2014 წწ. გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი.

1994-1996 წწ. საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1996-2000 წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავჯდომარის მოადგილე; 2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2018 წწ.  "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2022 წლის 9 თებერვალს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, წიგნების თანაავტორი: "ელემენტარული ეკონომიკა" (1998), "ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის ძირითადი მიმართულებები" (2002), "მსოფლიო ეკონომიკა" (2001).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საბაზრო მოთხოვნისა და მიწოდების თავისებურებანი სასაქონლო დეფიციტის პირობებში".

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების სამინისტროსვებ-გვერდი: economy.ge; ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.212

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეკონომიკური განვითარების ასოციაცია, წევრი
  • მიკრო საფინანსო ფონდი "კონსტანტა", სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: