Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია იზორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1991-2006წწ. მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის უფროს მასწავლებლად ხელოვნების ისტორიაში; 2002-2016წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორი ხელოვნების ისტორიაში (რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები); 2004 წელს პიროვნული რესურსებისა და კვლევის განვითარების ცენტრის საორგანიზაციო საკითხების მენეჯერი; 2007-2012წწ. და 2015-2016წწ. ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ხელოვნების ისტორიაში (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი. საბაკალავრო პროგრამა: ვიზუალური ხელოვნების ანალიტიკური კურსი); 2007 წლიდან არის ექსპერტი მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში და მონაწილე მრავალი პროექტისა, მათ შორის: თუშეთის რეაბილიტაციის პროექტი (2007), საჯარო ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის რეკონსტრუქციის პროექტი (2008), ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტი (2010), თბილისის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ჰერბარიუმის რეკონსტრუქციის პროექტი (2010), ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი (2012), ახალციხის რაბათის ციხის ძეგლების პასპორტიზაცია (2012), ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის არქიტექტურული ანსაბლის რეკონსტრუქციის პროექტი (2013), ზედა ბეთლემის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის არქიტექტურული კვლევა (2017), ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი (2018) და სხვ.; 2016 წლიდან კიევის ბორის გრინჩენკის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი "არტ-სივრცე" საერთაშორისო რედკოლეგიის წევრი. ავტორია 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნებისა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახვითი ტენდენციები თანამედროვე ქართულ მხატვრულ კერამიკაში", დაიცვა 2009 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |