The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თხელიძე

გიორგი თხელიძე
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1978  (46 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1995 წელს; ნოტინგემის უნივერსიტეტი და სამართლის სკოლა 2002 წელს. ლონდონის ბიზნეს სკოლაში მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი (2009). ასევე ფლობს საერთაშორისო კომერციული სამართლის მაგისტრის ხარისხს ნოტინგემის უნივერსიტეტიდან (2002) და სამართლის მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2000).

2000-2001წწ. იყო სადაზღვეო კომპანია "ალდაგის" იურისტი; 2001-2004წწ. იურდიული დეპარტამენტის დირექტორი; 2004-2005წწ. იურდიული და ანაზღაურების დეპარტამენტის დირექტორი; 2005 წლიდან "ალდაგის" გენერალური დირექტორი; 2009 წლიდან ბარკლის სასესხო დაფინანსების და რესტრუქტურიზაციის ჯგუფების ასოცირებული დირექტორი; 2011 წლიდან ევროპის, შუა აზიის და აფრიკის რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი. 2014 წლიდან თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.213; თბისი ბანკის ვებ გვერდი: tbcbank.ge


გააზიარე: