The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ტაბატაძე

დაბადების თარიღი:15 მარტი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს.

1950-1956წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის რკინიგზის სახლის მშენებლობაზე - მშენებელ ოსტატად, უბნის უფროსად; მუშაობდა შორეულ აღმოსავლეთში (სსრ კავშირის რკინიგზის ჯარებში სამსახურის დროს), ბატალიონის ინჟინრად, რკინიგზის ნაგებობათა კომპლექსის მშენებლობაზე - უფროს ინჟინრად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1957 წლიდან 21 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სისტემაში: იყო ტრესტ "თბილგაზმშენის" N1 სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, გაერთიანება "მთავართბილმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე, გაერთიანების უფროსის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში (შემდგომ ეკონომიკის სამინისტროში) ჯანდაცვის, სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო მრეწველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.524

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: