The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ტაბატაძე

კონსტანტინე ტაბატაძე
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს; მოსკოვის ბიზნესის სკოლა ერთობლივი საწარმოებისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 1989 წელს.

1957-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ ოსტატად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკურ ბიუროში; 1961-1965წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" პირველ არქიტექტურულ სექტორში - ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1965-1970წწ. იყო საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს მშენებლობის განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1970-1972წწ. ამავე განყოფილების გამგე; საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1997 წლიდან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენინდუსტრიის, საშენ მასალათა წარმოებისა და განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე; ხელმძღვანელობდა თბილისის, მცხეთის, ბაზალეთის, თელავის, ლაგოდეხის, ფასანაურის, ყაზბეგის, ბორჯომის, ბაკურიანის, ვარძიის, გორის, ქუთაისის, ჩაქვის, მწვანე კონცხის, ციხისძირის, ბათუმის, სოხუმის, ახალი ათონის და სხვა ტურისტული ბაზებისა და სასტუმროების მშენებლობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი უნიკალური ახალი ათონის მღვიმის კეთილმოწყობაში; არის სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.524-525

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: