The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტალი ტალიაშვილი

ტალი ტალიაშვილი
Date of birth:29 November, 1941  (83 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს.

1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სისტემაში; 1977 წლამდე მუშაობდა საგზაო სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლის, უფროს სამუშაოთა მწარმოებლის, მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1977 წლიდან სათავეში ჩაუდგა საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტ "ტრანსპროექტს", გენერალური დირექტორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში პროექტირების ახალი მეთოდების დანერგვაში, საავტომობილო გზებისა და მასზე განლაგებული ნაგებობების კვლევა-ძიებასა და დაპროექტების სრულყოფაში; თნამედროვე ტექნიკურ-ტექნოლოგიურ დონეზე ინსტიტუტის აღჭურვაში, მისი საკვლევაძიებო, საპროექტო და სამშენებლო საქმიანობის საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე წარმოებაში; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულია საქართველოს საავტომობილო გზების მნიშვნელოვანი პროექტები: "სამტრედია-გრიგოლეთის" 52 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი; "თბილისი-რუსთავის" ავტომაგისტრალის მშენებლობა;  "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" ავტომაგისტრალის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები; ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის და "ჩაქვი-მახინჯაურის" მონაკვეთის მშენებლობის პროექტები; მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო ჯილდო, საპატიო წოდება და სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.525-526; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი (2003-)

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • საქართველოს მშენებლობის დამსახურებული მუშაკი
  • საქართველოს საპატიო მეგზევე

Share: