Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალეკო ტატიშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს; მოსკოვის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა 1955 წელს. 1955-1959წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1959-1978წწ. საშენ მასალათა ს/კ ინსტიტუტში - ბეტონის ტექნოლოგიისა და ნაკეთობების ლაბორატორიის გამგედ; 1973 წლიდან იყო სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება "საქსაშენმასალების" გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1964 წელს აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო წარმოებისა და საშენი მასალების კათედრის დოცენტად; 1978 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობის ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრის გამგეა; არის მსუბუქი ბეტონების გამოყენების სკოლის დამფუძნებელი საქართველოში და მსუბუქი ბეტონებისგან დამზადებული კონსტრუქციების დანერგვის ინიციატორი; 110-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების, გამოგონებების, სტუდენტური სახელმძღვანელოების ავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.526; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.124 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |