The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე იაშვილი

ალექსანდრე იაშვილი
დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1976  (42 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 2001 წელს.

კარიერა დაიწყო თბილისის "დინამოში", სადაც გამორჩეული იყო გოლის გატანის ალღოთი. 1994-1995წწ. სეზონში 24 გოლი გაიტანა 24 მატჩში, 1995-1996წწ. სეზონში 25 გოლი 26 მატჩში, რის შემდეგაც მიიპყრო უცხოური კლუბების ყურადღება. 1997 წლის იანვარში მან გერმანულ "ლიუბეკში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩა გერმანიაში, "ფრაიბურგში".  კლუბმა მოიპოვა ბუნდესლიგის საგზური პირველ სეზონში და 1998 წლიდან ბუნდესლიგაში ჩატარებულ 148 მატჩში გაიტანა 30 გოლი. 2005-2006წწ. სეზონში გახდა გუნდის კაპიტანი. 2007 წელს "ფრაიბურგში" გატარებული 10 წლის შემდეგ გადავიდა "კარლსრუეში". 2013-1014წწ. იცავდა ბაქოს "ინტერის" ღირსებას. 2014 წლის ივნისში გადაწყვიტა კარიერის დასრულება და მხოლოდ სამოყვარულო ფეხბურთში გამოდიოდა. 2015 წლის იანვრიდან დაბრუნდა პროფესიონალურ ფეხბურთში და "სამტრედიაში" ჩაირიცხა. 2014–2015წწ. თბილისურ კლუბს შეუერთდა. აღიარებულია საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად (1994); საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად (2004); თბილისის დინამოსა და ფრაიბურგის საუკეთესო ბომბარდირად ბუნდესლიგის ისტორიაში. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.215; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


გააზიარე: