The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ტრაპაიძე

ნოდარ ტრაპაიძე
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1929  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამთო-სამშენებლო ტექნიკუმი 1950 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1974 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისისა და რუსთავის სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა საწარმოო-მომპოვებელ ტრესტ "საქნავთობის" ადმინისტრაციული შენობის, ვაკე-საბურთალოს გზის, "ენგურჰესისა" და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, გმირთა მოედნისა და ვარაზისხევის რეკონსტრუქციაში, თბილისისა და რუსთავის ძირითადი უბნების კეთილმოწყობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.527-528

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: