შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ტრუსკოვსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1964 წელს; მოგვიანებით - საქართველოს ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა. 1965-1967წწ. მუშაობდა თბილისის საავიაციო ქარხანაში; 1967-1977წწ. საქართველოს ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1977-1986წწ. თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების საპროექტო ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") - უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1986-1996წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში მთავარ სპეციალისტად; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს პროექტირების, მშენებლობისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების ს/კ შპს "მშენაღდგენის" განყოფილებას; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად მონაწილეობდა შენობა-ნაგებობათა აღდგენა-გამაგრების პროექტების დამუშავებასა და ხორცშესხმაში; მისი პროექტებით საქართველოს რიგ სოფლებსა და დასახლებებში მიწისძვრით დაზიანებული არაერთი საცხოვრებელი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღი განახლდა; არის თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" დამუშავებული ექსპერიმენტული 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის თანაავტორი; მონაწილეობდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის შენობის გამაგრებითი სამუშაოების შესრულებაში; არის 24-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 1 მონოგრაფიის, 12 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, 3 საავტორო მოწმობის მფლობელი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების მრჩეველი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.528
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |