შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოდერძი ტურძელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს. მუშაობდა ქ. თბილისში, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქკვებმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1955 წლიდან მუშაობდა ქ. ფოთში სამხედრო ნაწილის სამშენებლო უბნის უფროსად, ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოთა მწარმოებლად; 1959 წლიდან იყო ქ. ფოთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების მთავარი ინჟინერი; 1955 წლიდან ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1973 წელს თბილისში გადმოიყვანეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1975 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს უცხოეთის ტურიზმის სამმართველოში მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორად; ამ პერიოდში აშენდა: სასტუმრო "აჭარა" ქ. თბილისში, სასტუმრო "კახეთი" ქ. თელავში, სასტუმრო "ქობულეთი" ქ. ქუბულეთში; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს საბინაო და კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კომუნალურ საწარმოთა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსად; მის მიერ დამუშავდა ქ. ფოთში რკინიგზის გამტარის, ზღვის სანაპირო ზოლის დაცვის, ქ. ფოთისა და სენაკის წყალსადენების საწნეო მილდენის მოწყობის პროექტები მდ. ტეხურის ფილტრატების ბაზაზე; 1994-2002წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია, ხელმძრვანელობდა ადმინისტრაციულ და სამშენებლო დარგს; პროფესიული საქმიანობის პარალელურად აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაში; დიდი როლი ითამაშა ნიკო ნიკოლაძის სახელობის საზოგადოების მუშაობის აღორძიმების საქმეში; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.529; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |