The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ტურძელაძე

ელგუჯა ტურძელაძე
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1931  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს.

მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" დამხმარე მეურნეობის საწარმოში მთავარ ინჟინრად, დირექტორად; იმავე ტრესტის N1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად; ხელმძრვანელობდა სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N2 გზათა მშენებლობისა და N4 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოებს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გზათა მეურნეობის სამმართველოს; 1986 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" N3 რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; მის ბაზაზე შექმნილი სააქციო საზოგადოება "ლოჭინის" გენერალური დირექტორია; მონაწილეობდა "თბილისი-აეროპორტის" ავტოსტრადის მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.529


გააზიარე: