The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ტუღუში

Date of birth:4 August, 1966  (57 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ატქიტექტურის ფაკულტეტი 1991 წელს.

1985-1987წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1989-1992წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საპროექტო კოოპერატივ "კერაში"; 1993 წელს მუშაობა დაიწყო ქ. ფოთის მერიის არქიტექტურის სამსახურში ინჟინრად; 1999-2001წწ. იყო ქ. ფოთის მერიის ურბანიზაციისა და არქიტექტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2002-2005წწ. იყო ქ. ფოთის მერიის არქიტექტურისა და დაგეგმარების სამსახურის უფროსი, ქალაქის მთავარი არქიტექტორი; 2005-2008წწ. მუშაობდა კერძო სექტორში, საპროექტო კომპანია შპს "არქტაიმის" ხელმძღვანელად; 2008-2014წწ. კვლავ საჯარო სამსახურშია და მუშაობს ჯერ ქ. ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2012 წლიდან სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; მის მიერ დაპროექტებული და განხორციელებული ობიექტებია: ქ. ფოთის საიალქნო კლუბის რეკონსტრუქცია, ფოთის საკათედრო ტაძრის აღდგენა-რეკონსტრუქცია, შპს "სილკვეის" მრავალფუნქციური ობიექტი, მრავალფუნქციური ობიექტი დ. აღმაშენებლის ქუჩაზე - ბანკი "კონსტანტა", "ბანკი რესპუბლიკას" ბიზნესცენტრი დ. აღმაშენებლის ქუჩაზე, სპორტის სასახლე მალთაყვაში, მალთაყვის უბნის ზღვის სანაპიროს კეთილმოწყობა, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროს კეთილმოწყობა, ფარნავაზ მეფის ქ. N1-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია, დ. აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია, ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.530

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1999-)

Share: