The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ტყაბლაძე

დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963 წლიდან იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში და მუშაობდა მშენებელ ინჟინრად ყაზახეთში, კიურეტამის კოსმოდრომის მშენებლობაზე; 1966-1977წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, ჯერ N2 სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებაში, ხოლო შემდეგ ხობისა და წითელწყაროს სამშენებლო სამმართველოებში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1977-1992წწ. მუშაობდა საქართველოს საბინაო და კომუნალური მეურნეობის სამინისტროს წითელწყაროს სამშენებლო სამმართველოში, ჯერ უბნის უფროსად, ხოლო 1980 წლიდან მთავარ ინჟინრად; 1993-2006წწ. მუშაობდა დედოფლისწყაროს რაიონის საგზაო სამმართველოში, სადაც 1997-2006წწ. იყო სამმართველოს უფროსი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.531

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

გააზიარე: