The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიკა იზორია

მარიკა იზორია
ოფიციალური სახელი:მარიამ იზორია
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1964  (59 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

საბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების (დიზაინის) ფაკულტეტის მინა-კერამიკის კათედრა მონუმენტური კერამიკის მიმართულებით 1987 წელს.

1988-1998 წწ. მუშაობდა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმის ხატვის კაბინეტის გამგედ; 1998-2014 წწ. შპს "ბაზო", შპს "პალიტრა", შპს ინტერ-არქიტექტურა" - მხატვარ-დიზაინერი; 1996-1998-2013 წწ. საქართველოს გეოლოგიის, სამთო-ქიმიის და წიაღისეულის რესურსების სახელმწიფო დეპარტამენტის, არალითონური წიაღისეულის ძებნა-ძიების და კარიერული მომსახურების სამსახურის კერამიკის ექსპერტი; 1998-2013-2015 წწ. თბილისის ორმოც მოწამეთა ეკლესიის არქეოლოგიური ექსპედიციის მხატვარი; 2000-2007 წწ. გამომცემლობა "დიოგენე", საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი - "უპოვარ ბავშვთა დასახმარებლად გაწეული საქველმოქმედო აქციების ციკლი" - ბავშვთა სტუდიის ხელმძღვანელი; 2003 - თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა", თი-ბი-სი ბანკი, გაზეთი "ახალი 7 დღე", ძამას ხეობის ქილის მონასტრის ბერთა სავანის შესაწევნი საქველმოქმედო გამოფენა-აქციის ორგანიზატორი; 2006-2011 წწ. და 2012-2014 წწ. ილიას უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უმაღლესი პროფესიული განათლების ცენტრის კერამიკის მიმართულების სადიპლომო ნამუშევრების ხელმძღვანელი და ლექტორი. არის არაერთი საერთაშორისო სიმპოზიუმის, ვორქშოფის მონაწილე და გამარჯვებული, მათ შორის: კერამიკის საერთაშორისო სიმპოზიუმის პირველი ხარისხის დიპლომი (ქ. რიგა-ძინტარი, ლატვია, 1988), ქართველ კერამიკოსთა პირველი სიმპოზიუმის პირველი პრიზი (თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა", 2000), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პირველი ხარისხის დიპლომი და პირველი პრემია (საქ. ეროვნული გალერეა, თბილისი, 2003). მხატვარ-მონუმენტალისტი, კერამიკოსი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მუზეუმების საერთაშორისო ასოციაცია (ICOM), წევრი (2015-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: