შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ტყემალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1956 წლიდან გადავიდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" მშენებლობის ორგანიზაციის განყოფილების გამგედ, სადაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამშენებლო წარმოებასთან და მათ მიერვე დამუშავებული სამშენებლო წარმოების პროგრესული მეთოდების გათვალისწინებით, წარმოებაში სიახლეების დანერგვას უზრუნველყოფდა; 1966 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტის სამშენებლო განყოფილების ინსპექტორად; 1976 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპმშენებლობის განყოფილებაში უფროს რეფერენტად; იყო მინისტრთა საბჭოსთან შექმნილი საგანგებო სიტუაციების განყოფილების უფროსი, საგანგებო სიტუაციების მუდმივმოქმედი სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი და შტაბის უფროსი; იყო საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; მუშაობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მთავარ სპეციალისტად; იყო ამავე კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანი; მონაწილეობდა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ახალი სოფლების დაპროექტება-მშენებლობასა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ მოწყობაში; აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მშენებელთა ფედერაციის საქმიანობაში; იყო საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი; გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტი; წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრასთან არსებულ სახელმწიფო საგამოცდო კომისიას; მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.531-532 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |