შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სარკინიგზო მშენებლობისა და საგზაო მეურნეობის ფაკულტეტი 1941 წელს; დაამთავრა თელავის საზენიტო-საარტილერიო სასწავლებელი 1942 წელს. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; იყო N413 საარტილერიო-სატყვიამფრქვევო ათასეულის ბატარეის მეთაურის მოადგილე; 1948-1951წწ. მუშაობდა თბილისის ლოკომოტივების შემკეთებელ ქარხანაში უფროს ინჟინრად, საამქროს უფროსად, საბინაო-კომუნალური განყოფილების უფროსად, დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1951-1957წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპშეკეთების სამმართველოს (შემდგომში, სარემონტო-სამშენებლო ტრესტი) მთავარი ინჟინერი, უფროსი; მონაწილეობდა ძველი თბილისის აღდგენა-რეკონსტრუქციაში; მთაწმინდის პლანეტარიუმისა და საცურაო აუზის (სანაპიროზე) მშენებლობაში; იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო და რაიონული საბჭოების რამდენიმე მოწვევის დეპუტატი; დაჯილდოებული იყო საბრძოლო და სამოქალაქო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.533 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |