შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო საძიებო კანტორაში, ჯერ ინჟინერ-დამპროექტებლად, შემდგომ ჯგუფის ხელმძღვანელად; 1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N4 საგზაო სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1977 წლიდან დაინიშნა ქ. მარნეულის საგზაო-საწარმოო უბნის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1990 წლიდან არის საგზაო-სამშენებლო კომპანია შპს "აქციას" დამფუძნებელი და დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია არაერთი მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალური ობიექტისა და ათობით შენობა-ნაგებობის მშენებლობა ქვემო ქართლის რეგიონში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.533-534 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |