The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ ტყეშელაშვილი

ზაურ ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1944
გარდაცვ. თარიღი:28 სექტემბერი, 2019  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1968 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს.

1968-1971წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; 1971-2001წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; წლების დანმავლობაში ხელმძრვანელობდა იმავე სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს; 2002 წელს დააფუძნა სამშენებლო კომპანია - შპს "პროექტი-21"; მისი ხელმძღვანელობითა და ტანაავტორობით შემუშავებული პროექტებით აშენდა: 7 მრავალსართულიანი საცხოვრებელი და სასტუმრო კორპუსი, 5 მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები, 3 საავადმყოფო, 4 სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების მრავალი საწარმოო კომპლექსი; ასევე, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულების მრავალსართულიანი კომპლექსი ქსანში; დასასვენებელი სახლები და სანატორიუმები გაგრაში, ბიჭვინთაში, სოხუმში, წყალტუბოსა და ბათუმში; უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საშრობ-სასილოსე რეგიონალური ცენტრები ლაგოდეხსა და აბაშაში; ასევე თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტები თბილისში, გორში, ქუთაისსა და სენაკში; მისი თანაავტორობით გამოცემულია მრავალი წიგნი და ბროშურა მშენებლობისა და არქიტექტურის საკითხებზე; მისი ბიოგრაფია შეტანილია წიგნში "საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადდამიანები"; ახალგაზრდობის წლებში იყო საქართველოს ნაკრების წევრი და საბჭოთა კავშირის პრიზიორი კალათბურთში ახალგაზრდებს შორის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.534

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება, სადროშოს ხელმძღვანელი
  • საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: