The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ტყეშელაშვილი

დაბადების თარიღი:13 მარტი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს.

1964 წლიდან იწყებს მუშაობას სამშენებლო გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენის" სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე: მთავარი სამმართველოს აპარატში, სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟში" სამუშაოთა მწარმოებლად, უფორს სამუშაოთა მწარმოებლად, სანტექნაკეთობათა ქარხნის დირექტორად და სხვა; აღნიშნულ პერიოდში ხელმძღვანელობდა ქ. თბილისში ბინათმშენებლობის, სკოლების, საბავშვო ბაღების და სხვა ობიექტების სამონტაჟო სამუშაოებს; განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო კანცელარიის მშენებლობა, სადაც უფროსი სამუშაოთა მწარმოებლის რანგში ასრულებდა სპეცსამონტაჟო სამუშაოებს; 1980-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სპეცსამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად; ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ საქართველოში მშენებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების (ნორიოს, კოდის მეფრინველეობის ფაბრიკები, კრწანისის მეღორეობის, სამთაწყაროსა და ტარიბანას მეურნეობის ობიექტები) სპეც. სამონტაჟო და ტექნოლოგიური მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებს; მონაწილეობდა ქ. მოსკოვში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობისა და საელჩოსთან არსებული სასტუმროს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებში, ქ. მოსკოვში არბატზე საქართველოს კულტურული ცენტრის "მზიურის" მშენებლობაში; 1991 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს საბინაო და კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო და სამონტაჟო ტრესტის მმართველად, რომელიც აწარმოებდა სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს მთელი საქართველოს მასშტაბით; ასევე, საჩხერეში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ სოფელ კალფათაში მისი ხელმძღვანელობით შესრულებულ იქნა 300-მდე სახლის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები; 2003 წლიდან შპს "გონიო 2003"-ის (აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებზე) დამფუძნებელი და დირექტორია; მის მიერ აშენებულია კომპანია "დავით სარაჯიშვილის" მცხეთის რეზიდენცია, შარდენის ქუჩაზე "მეიდან პალასის" ობიექტები, რეზიდენცია "არკადია" ავლაბარში, საცხოვრებელი კომპლექსი ოქროყანაში, რესტორანი "სანაპირო" ქ. ბათუმში, მთაწმინდის პარკი, ღვინის პალატა მცხეთაში, ღვინის ქარხანა სოფელ პატარძეულში და სხვა; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.534-535

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: