The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუზა უგულავა

იუზა უგულავა
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1963წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველო "მრეწვმშენის" მშენებელ ოსტატად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1963-1968წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N1 სამმართველოში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1972წწ. ამავე ტრესტის N8 სამმართველოს უფროსად; 1972-1974წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1974-1978წწ. რუსთავის სახლსაშენი კომბინატის დირექტორი; 1978-1994წწ. მეფრინველეობის რესპუბლიკური სამრეწველო გაერთიანების უფროსის მოადგილე მშენებლობისა და ექსპლუატაციის დარგში, მშენებარე ობიექტების მშენებლობის უფროსი; 1994 წელს დაინიშნა ქ. ფოთის ნავსადგურისა და ქალაქის ობიექტების მშენებლობის უფროსად; 2006-2011წწ. მუშაობდა როგორც ექსპერტ-კონსულტანტი მშენებლობის დარგში; პროფესიული შრომითი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდა ჭიათურის ფლოტაციის ქარხნის კომპლექსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, თბილისის ცენტრალური ფოსტა-ტელეგრაფის (რუსთაველის გამზირზე), შრომის სასახლის, სასტუმრო "აჭარის", სპორტის სასახლის თაღოვანი გადახურვის აღდგენით სამუშაოებში, გარდაბანში, კაზრეთში, თელავში, რუსთავში, თბილისში საცხოვრებელი სახლებისა და პროფტექნიკური სასწავლებლების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა დიღომში ახალი კინოსტუდიის, სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება "მიონის", ავჭალის მეორადი მასალების გადამამუშავებელი ქარხნის, სამრეწველო მეფრინველეობის დიდი კომპლექსის - კასპის, კინდღის, გალის, თამარისის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, თელავისა და წნორის ფაბრიკების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.537

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: