Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა უთმელიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, მიმოსვლის გზათა ინჟინრის კვალიფიკაციით 1969 წელს. 1969-2000წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალის (1974 წლიდან "თბილსახავტოდორპროექტი"), საგზაო განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად, წამყვან ინჟინრად, საველე საკვლევაძიებო ჯგუფის ოსტატად, ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად, საგზაო განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 2000-2010წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების საპროექტო ინსტიტუტ "ტრანსპროექტში" სხვადასხვა თანამდებობებზე - ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულებული პროექტებია: საავტომობილო გზა "სოჭი-ზედა სოლახაულის" კაპიტალური შეკეთების პროექტი (1969, რუსეთი); საავტომობილო გზა "სარი-ტაშ-ირკეშტამის" (ჩინეთის საზღვარი) მშენებლობის პროექტი (1970, ყირგიზეთი); საავტომობილო გზა "სოჭი-სოხუმის" კურორტ განთიადის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი (1971); საავტომობილო გზა "ხიხამთა-ფუტიეთის" მშენებლობის პროექტი (1971); საავტომობილო გზა "აბანო-ომალოს" კაპიტალური შეკეთების პროექტი (1972); 1973-1974წწ. საავტომობილო გზა "ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს" აგურა-ადლერის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების პროექტი (რუსეთი); 1974-1976წწ. საავტომობილო გზა "ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს" ქ. გაგრის შემოსასვლელი გზა; 1976-1980წწ. საქართველოს სამხედრო საავტომობილო გზის კაპიტალური შეკეთების პროექტი; 1980-1981წწ. საავტომობილო გზა "ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს" ქ. ქუთაისის შემოსასვლელი გზა; 1983-1985წწ. მთიან პლატოზე გამავალი რკინიგზა "ბუ-მედფა-საიდა" 325კმ. (ალჟირი); 1987-1991წწ. საავტომობილო გზა "ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს" კუდესტა-ადლერის მონაკვეთის პროექტი (რუსეთი); 1990-1991წწ. საავტომობილო გზა "ლენინგრადი-კიევი-ოდესა" ლენინგრადის ოლქის საზღვარი - ქ. ფსკოვის მონაკვეთის პროექტი (რუსეთი); 1991-1992წწ. საავტომობილო გზა "ადლერი-კრასნაია პოლიანას" მშენებლობის პროექტი (რუსეთი); 2001 წ. საავტომობილო გზა "თბილისი-წითელი ხიდის" რეაბილიტაციის პროექტი; 2004წ. საავტომობილო გზა "ბორჯომი-ბაკურიანის" რეაბილიტაციის პროექტი; 2006-2010წწ. თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის (1-14კმ.) პროექტი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.537-538
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |