The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან უსტიაშვილი

მირიან უსტიაშვილი
ოფიციალური სახელი:მამედ უსტიაშვილი
დაბადების თარიღი:1913
გარდაცვ. თარიღი:1981  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახაბერი, ბათუმის რაიონი.

დაამტავრა ქ. ოდესის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1936 წელს.

1937-1947წწ. მუშაობდა ბათუმის საზღვაო სასწავლებელში პედაგოგად, სასწავლებლის უფროსად; 1947-1949წწ. იყო აჭარის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი; 1949-1953წწ. გაერთიანება "სოფლელექტრომშენის" აჭარის სამმართველოს უფროსი; 1953-1957წწ. ბათუმის კოფეინის ქარხნის დირექტორი; 1957-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 და N16 სამშენებლო ტრესტების მმართველად, ამავე სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს უფროსად; მისი ხელმძღვანელობით აშენდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მსხვილი სარეწველო და საკურორტო კომპლექსები, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტები; იყო მაღლივი მსხვილპანელოვანი ბინათმშენებლობის ათვისებისა და დანერგვის ინიციატორი და აქტიური მონაწილე აჭარასა და აფხაზეთში; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით; არაერთგზის იყო არჩეული აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს, ბათუმისა და გაგრის საქალაქო საბჭოების დეპუტატად, საქართველოს კპ აჭარის საოლქო და გაგრის საქალაქო კომიტეტების წევრად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.539-540

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • აჭარის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: