The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე უჩანეიშვილი

კონსტანტინე უჩანეიშვილი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2015  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "ტყიბულშახტმშენში" ცვლის უფროსად, უბნის უფროსად; 1953 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში; გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური ინჟინრიდან დაწყებული სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტიდ მმართველამდე; 1980-1985წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენს"; 1986 წლიდან იმავე სამინიოსტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიას"; შრომითი საქმიანობის ბოლო წლებში იყო სს ბიზნესცენტრ "სოფმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; მონაწილეობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის, 1100-საწოლიანი რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს, ქუთაისის საავტომობილო და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნების (რეკონსტრუქცია), საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტისა" და კვების მრეწველობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის მაღლივი კორპუსების, მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობისა და სასტუმროს, სხვა მრავალი საცხოვრებელი და კულტურულ-სოციალური დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.540; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.189

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: