შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ივანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1977წწ. იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მხატვარი; 1987-1988წწ. საქართველოს მხატვართა კავშირის ქანდაკების სექციის მდივანი; 1986-1989წწ. მხატვრის სახლთან არსებული ქანდაკების ბავშვთა ექსპედიციის სტუდიის ხელმძღვანელი. 2001 წლიდან "On-line სტუდიო"-ს ელექტრონულ კატალოგის "Art.ge" კონსულტანტი ხელოვნების დარგში; მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ 150-მდე გამოფენაში; დიდგორის მემორიალის კონკურსში (1985); გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: ქალთა კულტურის ცენტრი (ჰამბურგი, 1991); ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკა (თბილისი, 1997). მრავალი სტატიისა და რომანების: "ქილერის რვეული" (1998) და "თეთრი სივრცე" (2000) ავტორი. თანამშრომლობდა ჟურნალთან "ომეგა". მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია ფილმი "მოლოდინი" (1985). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და სსრკ კულტურის ფონდებში; კერძო კოლექციებში. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.219; facebook.com; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 214-215; Gallery Art Corner Tsinamdzgvrishvili • გალერეა არტ ქორნერ წინამძღვრიშვილი: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |