The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ივანიძე

მაია ივანიძე
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1992 წელს. 

1990 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ლაბორანტი, ამავე კათედრის მაძიებელი (1994), მასწავლებელი (1995), დოცენტი (1999); თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე (2003); 2006 წლიდან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2005-2011 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 2011 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორი. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და სახელმძღვანელოს თანაავტორი. "სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი" სახელმძღვანელო (2007); "არასრულწლოვანთა სასჯელისა და აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიებების შეფარდების პრობლემები", (2011); ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში, "ივერიონი", (2013). იგი წლების განმავლობაში მონაწილეობას ღებულობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. 2013 წელს იგი იყო მომხსენებელი ქართულ-გერმანულ საერთაშორისო კონფერენციაზე ლიბერალიზაციის ტენდენციები ქართულ სისხლის სამართლაში -  თემაზე: "ალტერნატიული სასჯელები" - (შედარებითი ანალიზი). ამავე წელს მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე ყაზახეთში - თემაზე: "სამართალწარმოების ეფექტურობის ზრდა". ასევე იყო ორგანიზატორი პრაქტიკოს და თეორიტიკოს იურისტთა მონაწილეობით გამართული არაერთი კონფერენციისა: "შეჯიბრობითობის პრინციპი სისხლის სამართლის პროცესში"; "სტუდენტთა თვალით დანახული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი"; "არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი", "მოსამართლის როლი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში". იურისტი, მოსამართლე, ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რელიგიური დანაშაული", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.220; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ - გვერდი: tbappeal.court.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: